რა გახდა მწვრთნელებს შორის დაპირისპირების მოტივი? - რას ყვებიან თვითმხილველები
საქართველოს მოსწავლეთა მოკრივეთა ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი, მათე კოღუაშვილი ადასტურებს, რომ კრივის ჩემპიონატზე, ბოსნია ჰერცოგოვინაში მწვრთნელ გოჩა რუსიასა და გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ლობჟანიძის შორის დაპირისპირება მოხდა.
მათე კოღუაშვილი "პირველებთან" სატელეფონო საუბარისას ანგარიშსწორების მოტივზე საუბრობს და აცხადებს, რომ გოჩა რუსია ქალი მოკრივეების მწრთნელი არის, რომელთა მატჩის დასრულების შემდეგ, კაცი მოკრივეების ასპარეზის საყურებლად აღარ რჩებოდა და სასტუმროში დასასვენებლად მიდიოდა.
მათე კოღუაშვილის ცნობით, სწორედ მოცემული მიზეზი მწვრთნელებს შორის გაღიზიანებას იწვევდა, რაც საბოლოო ჯამში, დაპირისპირების მიზეზი გახდა.
მე ვიცი, რა თქმა უნდა, რომ იქ იჩხუბეს და რომ წამოვედით რა მდგომარეობაში იყო, სახეზე ეტყობოდა. მე პირადად არ ვერთვებოდი იქ, რადგან 13 ბიჭი და 10 გოგო შევიყვანე სასადილოში და არცერთის მხარე დამიჭერია, არც გამიშველებია. გაგა იყო თოდუა იქ და ლაშა ოჩიგავა. გოჩა რუსია არის გოგოების მწვრთნელი და გოგოების სესია რომ დამთავრდებოდა მიდიოდა და ამ ბიჭებს აღარ გულშემატკვირობდა. ნახევარფინალებზე და ფინალებზე არ იყო. თავად საშოპინგოდ მიდიოდა, ხან სასტუმროში. როგორც მე მქონდა სიტყვიერი პრეტენზია, ასევე ჰქონდათ ბიჭებსაც", - ამბობს მათე კოღუაშვილი.
სისხლიანი ანგარიშსწორება კრივის ჩემპიონატზე - საქართველოს მოსწავლეთა მოკრივეთა ნაკრების ერთ-ერთ მწვრთნელს, გოჩა რუსიას თავს მწვრთნელი, ბექა ლობჟანიძე და ექიმი გიორგი კორაშვილი დაესხნენ.
შემთხვევა ბოსნია ჰერცოგოვინაში იმ დროს მოხდა, როდესაც ნაკრები პირველი აგვისტოდან 11 აგვისტომდე მონაწილეობას კრივის ჩემპიონატზე იღებდა. "პირველების" ინფორმაციით, თავდასხმა ორი სერიით განხორციელდა.
თავდაპირველად, გოჩა რუსიას თავს ქუჩაში დაესხნენ, რა დროსაც იტალიისა და თურქეთის მოქალაქეებმა მწვრთნელების გაშველება მოახერხეს. თავდასხმის მეორე სერია კი გოჩა რუსიას სასტუმროს ნომერში განხორციელდა.
ირკვევა, რომ სისხლიან გარჩევაში მონაწილე ბექა ლობჟანიძე ასევე გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, რომელმაც მწვრთნელ გოჩა რუსიას სახის არეში არაერთი დაზიანება მიაყენა.