დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა

19.08.24 18:46
დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა

ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარების, ასევე სხვისი ნივთების დაზიანების და განადგურების ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულები საზღვარგარეთ მყოფ პირს მარნეულის მუნიციპალიტეტში დიდი ოდენობით თანხების გამოძალვაში ეხმარებოდნენ.

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარების, ასევე სხვისი ნივთების დაზიანების და განადგურების ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვარგარეთ მყოფ პირს მარნეულის მუნიციპალიტეტში დიდი ოდენობით თანხების გამოძალვაში ეხმარებოდნენ, რა დროსაც დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობის და ნივთების განადგურების მუქარით დიდი ოდენობით თანხების გადახდა მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი სხვადასხვა სახის ქონება დაუზიანეს და გაუნადგურეს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, -  აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები