მოუწევს თუ არა ცესკოს საკუთარი დადგენილების გაუქმება - ოპოზიცია სამართლებრივ ბრძოლას იწყებს
მოუწევს თუ არა ცესკოს საკუთარი დადგენილების გაუქმება. თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ სარჩელი წარმოებაში მიიღო. ოპოზიციურ გაერთიანებაში თვლიან, რომ საარჩევნო ადმინიტრაციას ასეთი დადგენილების გამოცემის უფლება საერთოდ არ ჰქონდა. ერთპარტიული ცესკო გაყალბებისთვის ემზადება - მხოლოდ ეს ახსნა აქვთ ხელისუფლების ოპონენტებს და ახალი წესების გასაუქმებლად სამართლებრივ ბრძოლას იწყებენ.
ოცნება საარჩევნო პროცესის სრული კონტროლისთვის ემზადება. დადგენილება, რითაც საარჩევნო ადმინისტრაცია და სუსი შეძლებენ კომისიის წევრებზე ზეგავლენა მოახდინონ. ახალი დოკუმენტით კომისისს წევრების ფუნქციები უბნებზე არა არჩევნების დღეს, არამედ ერთი კვირით ადრე განისაზღვრება. ანუ ხელისუფლებას ზუსტად ეცოდინება, ვის რა ვალდებულება ექნება უბანზე. ამით კი ჩნდება რისკი, რომ უფრო ადვილად მოხდება ამ ადამიანების დაშინება, ზეწოლა და მოსყიდვა.