სისხლიანი ანგარიშსწორება შეკრებაზე - “ოცნების“ მაღალჩინოსანი მძიმე დანაშაულშია მხილებული

19.08.24 20:01
სისხლიანი ანგარიშსწორება შეკრებაზე - “ოცნების“ მაღალჩინოსანი მძიმე დანაშაულშია მხილებული

“ოცნების“ მაღალჩინოსანი მძიმე დანაშაულშია მხილებული. გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ევროპის ჩემპიონატზე ჩასული კრივის ქალთა ნაკრების  მწვრთნელს სასტიკად სცემა. “პირველების“ ინფორმაციით, ბექა ლობჟანიძემ გოჩა რუსიას  შოპინგზე წასვლა არ აპატია. ჯერ ქუჩაში გაუსწორდა, შემდეგ კი ანგარიშსწორება  სასტუმროს ნომერში გააგრძელა. 

ევროპის ჩემპიონატზე ჩასული ქალთა ნაკრების მწვრთნელი გოჩა რუსია, ქვეყანაში დასისხლიანებული, უმძიმესი  დაზიანებებით დაბრუნდა. მაგრამ  მომხდართან დაკავშირებით დუმილის რეჟიმშია და პოლიციას ჩვენებას არ აძლევს.  შს სამინიტრო კი გამოძიებას არ იწყებს, რაც აჩენს ეჭვს, რომ საქმე ოცნების მაღალჩინოსნის გავლენებს ეხება. არადა სასტიკ ანგარისსწორწებას ბევრი თვითმხილველი ჰყავს.

რატომ  არ აპირებს ჩვენების მიცემას გამოძიებისთვის ნაცემი მწვრთნელი ? 

 

ნანუკა ქაჯაიაა პირდაპირ ეთერში.

მსგავსი სიახლეები