“მიიღო გადაწყვეტილება პირის ამოკერვაზე“ - “ევოლუშენის“ გაფიცული თანამშრომლები პროტესტის უკიდურეს ფორმას აანოსებენ
ულტიმატუმის ვადა ამოწურულია - “ევოლუშენის“ გაფიცული თანამშრომლები პროტესტის რადიკალურ ფორმას აანოსებენ. ამბობენ, რომ ამოიკერავენ პირს და ამ ფორმით ქუჩაში გამოსულები საკუთარი შრომითი უფლებების დაცვას მოითხოვენ.
როცა გაფიცულების ხმა უკვე 39-ე დღეა არც კომპანიის ხელმძღვანელებსა და არც ხელისუფლებას ესმის, “ევოლუშენის“ თანამშრომლები მოქმედებაზე ახალი ძალებით გადავიდნენ.
კომპანია კვლავ ცდილობს ამ ჯგუფის მარგინალიზებას და გაშავებას, იმისთის, რომ მას ამ პროცესში ხელი არ შევუწყოთ და კიდევ ერთხელ მივცეთ შესაძლებლობა პრეზიდენტსაც, სახალხო დამცველსაც და ხელისუფლებასაც , რომ ადგილზე მოვიდეს.
სამწუხაროდ, პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ მიიღო ბევრად მძიმე გადაწყვეტილება, ვიდრე გზის გადაკეტვაა და “ევოლუშენის“ წინაღმდეგ პროტესტის ნიშანად პირის ამოკერვაზე“,- განაცხადა ერთ-ერთმა გაფიცულმა, გიორგი დიასამიძემ
ცნობისთვის, "ევოლუშენ ჯორჯიას" თანამშრომლები 39 დღის წინ გაიფიცნენ. მათი მოთხოვნები ანაზღაურების ზრდა და შრომის ღირსეული პირობების შექმნაა.