გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება - “ტემპერატურამ შესაძლოა, 39 გრადუსს გადააჭარბოს“
გარემოს ეროვნული სააგენტო 21-22 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელ ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ მოსალოდნელი ტემპერატურის მატება, ტყის ხანძრების ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს.
21 - 22 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37-39 გრადუსს გადააჭარბოს, ხოლო მთიან რაიონებში 35-37 გრადუსს მიაღწიოს.
აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-38 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს. (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.