საქართველო ბელგიისგან საჩუქრად „ასტრაზენეკას“ 86 400 დოზას მიიღებს

04.08.21 20:04
საქართველო ბელგიისგან საჩუქრად „ასტრაზენეკას“ 86 400 დოზას მიიღებს

საქართველო ბელგიისგან საჩუქრად „ასტრაზენეკას“ 86 400 დოზას მიიღებს.

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში მადლობას უხდის ბელგიის მთავრობას საჩუქრისთვის.

მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგა სოფი ვილმესს და ბელგიის მთავრობას საქართველოსთვის გამოყოფილი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 86 400 დოზისთვის.

თქვენი მხარდაჭერა პანდემიის რთულ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, – წერს დავით ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე.

პირველად, ბელგია ასტრაზენეკას 168 00 დოზას უკრაინაში გააგზავნის, ამის შემდეგ 225 600 დოზას გაუგზავნის კოსოვოს, სომხეთსა და საქართველოს.

ბელგიის პრემიერმინისტრის მერიამ კიტირის თქმით, ქვეყანა წლის ბოლომდე გეგმავს 4 მილიონი დოზა ვაქცინის დონაციას მსოფლიოს მასშტაბით. 

"ასტრაზენეკათი" ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს დაიწყო.