ფონიჭალაში მკვლელობა მოხდა
მკვლელობა ფონიჭალაში - მოკლულია 25 წლამდ კაცი. შემთვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
"პირველების" ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევა მამაკაცებს შორის ყავის ჯიხურთან რიგის გამო დაიწყო, ჩხუბში კი სულ მცირე 4 ადამიანი მონაწილეობდა.
სისხლიან დაპირისპირებას ერთადერთი თვითმხილელი ჰყავს - ყავის ჯიხურის გამყიდველი, რომელმაც პოლიციას ჩვენება უკვე მისცა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე სამი პირი დააკავა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.