სისხლიანი ანგარიშსწორება ფონიჭალაში - "პირველებისთვის" მკვლელობის დეტალები ხდება ცნობილი

23.08.24 17:13
სისხლიანი ანგარიშსწორება ფონიჭალაში - "პირველებისთვის" მკვლელობის დეტალები ხდება ცნობილი

სასტიკი მკვლელობა ქვემო ფონიჭალაში - "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ სისხლიანი ანგარიშსწორება გზის პირას, კვების ობიექტთან, 4 ახალგაზრდას შორის მოხდა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, თავდაპირველად, მამაკაცებს შორის დაპირისპირება რიგის გამო დაიწყო, რაც მოგვიანებით ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ირკვევა, რომ თავდამსხმელებმა მოკლული ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი ზურგში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. 

როგორც ფონიჭალის მაცხოვრებლები "პირველების" კორესპონდენტს უყვებიან, შემთხვევას კვების ობიექტის გამყიდველი შეესწრო, რომელმაც 112-ში იქამდე არ დარეკა, სანამ ახალგაზრდა ადგილზე არ გარდაიცვალა.

აქ არ მუშაობდა. დრაივზე იყვნენ გაჩერებულები. გამყიდველი გოგო შეესწრო ამ შემთხვევას. არ ვიცი, იცნობდა თუ არა, რადგან ახალია. პირდაპირ ზურგში ჰქონდა დარტყმული. ჯერ სცემეს და მერე დანა ჩაარტყესო, ასე თქვეს", - ამბობს ადგილობრივი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობაში ფიგურანტი სამი ეთნიკურად აზერბაიჯანელი პირი დააკავა, რომელთაც ბრალი ჯერ არ წარდგენიათ.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სავარაუდო დამნაშავეებს თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით, ან უვადო ემუქრებათ.