26 ოქტომბრის გადამწყვეტი არჩევნები - "აირჩიე ევროპას" წევრები დღეს ქუთაისის მოსახლეობას ესაუბრნენ
სამეგრელოს შემდეგ იმერეთი - არჩევნებში აქტიურობასა და ხმების დაცვაზე კამპანია "აირჩიე ევროპას" წევრები დღეს ქუთაისის მოსახლეობას ესაუბრნენ. საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა მოქალაქეებს აუსხნეს, რა მნიშვნელობა აქვს 26 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლას.
ვართ იმერეთის გულში, ქუთაისში. განწყობები არის ძალიან დამაიმედებელი. საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა ზუსტად ხვდება რა ტიპი არჩევანთან გვაქვს საქმე, რომ რეალურად ეს არის რეფერენდუმი ევროპასა და რუსეთს შორის", - განაცხადა სამოქალაქო მოძრაობა "აირჩიე ევროპას" წევრმა, გიორგი რუხაძემ.