ცოლის მკვლელობა ჩვილის თანდასწრებით - დაკავებულ კაცს სასამართლომ 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
ცოლის მკვლელობა ჩვილის თანდასწრებით- დაკავებულ კაცს სასამართლომ 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლის ვერდიქტი შოკის მომგვრელი აღმოჩნდა 27 წლის მოკლული ქალის დედისთვის. მსხვერპლის ოჯახი დამნაშავისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ჩათვალა,რომ ეს არ იყო გენდერული ნიშნით ჩადენილი მკვლელობა, რის გამოც კაცი ციხეში 20 წლით გაუშვა.
“საღ გონებაზე არ გამიკეთებია" - ეს იყო განსასჯელის სკამზე მჯდომი კაცის მთავარი სათქმელი, რომელიც დანაშაულს აღიარებს. ამით 8 თვიანი განხილვა საქალაქო სასამართლოში დასრულდა, თუმცა გაადაწყვეტილებას პროკურატურა სააპელაციოში გაასაჩივრებს. უმძიმესი ფაქტი ვარკეთილში, 9 იანვარს მოხდა. ბრალდებულმა კავლელიშვილმა ცოლს, 27 წლის ქეთევან ედიბერიძეს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.