უარი ოპოზიციას - სასამართლომ საუბნო კომისიების წევრებზე შესაძლო ზეწოლას მწვანე შუქი აუნთო

23.08.24 20:29
უარი ოპოზიციას - სასამართლომ საუბნო კომისიების წევრებზე შესაძლო ზეწოლას მწვანე შუქი აუნთო

კლანის მიერ მართულმა სასამართლომ საუბნო კომისიების წევრებზე შესაძლო ზეწოლას, მწვანე შუქი აუნთო. კოალიცია “ძლიერი საქართველოსთვის“ სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა. არაერთი მტკიცებულების მიუხედავად,  სასამართლოს ადმინისტრაციულმა საქმეთა პალატამ ვერ დაინახა საშიშროება და რისკი, რომ მმართველი პარტიის ხელში არჩევნების მიტაცებისთვის კიდევ ერთი ბერკეტი აღმოჩნდება. 

საქალაქოს მსგავსად, სააპელაციო სასამართლომაც არ გააუქმა ცესკოს მიერ სადავო დროს გამოცემული სადავო დადგენილება. არადა კალანდარიშვილის ხელმოწერილი დოკუმენტი “ოცნებას“ საარჩევნო პროცესის გაკონტროლების შანსს აძლევს. არჩევნებამდე  შვიდი დღით ადრე, ცნობილი გახდება, თუ ვინ იქნება უბნებზე ნაკადის მომწესრიგებელი, ან რეგისტრატორი, რაც  შესაძლო მმართველმა პარტიამ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.

დეტალები ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.