ცესკოს თავმჯდომარეს უკვირს, რატომ გამოიწვია წილისყრის პროცედურის ცვლილებამ ასეთი პროტესტი

23.08.24 21:46
ცესკოს თავმჯდომარეს უკვირს, რატომ გამოიწვია წილისყრის პროცედურის ცვლილებამ ასეთი პროტესტი

ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილის უკვირს, რატომ გამოიწვია წილისყრის პროცედურის ცვლილებამ ასეთი პროტესტი, მაშინ როცა, ელექტრონულ უბნებზე, წინა არჩევნებზეც მოქმედებდა ასეთი წესი, თუმცა არავის გაუპროტესტებია.

როგორც კალანდარიშვილმა “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, ეს გადაწყვეტილება  პროცესის სრულყოფილად ადმინისტრირებისთვის იქნა მიღებული.

პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს პროტესტი არის უსაფუძვლო, რამდენიმე მარტივი მიზეზის გამო. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს ეხებოდა ტრადიციულ საარჩევნო უბანზე განსახორციელებელ პროცედურებს, მაშინ როცა 2262 საარჩევნო უბნისთვის საუბარია მოდერნიზებულ, ელექტრონულ უბნებზე ასეთი წესი უკვე მოქმდებს და მოქმედებდა წინა არჩევნებზეც. საერთო ჯამში ამ არჩევნებზე 3030 უბანი მოემსახურება. 2262 განახლებული, დანარჩენს ტრადიციული. ერთგვაროვნებისთვის, პროცესის სრულყოფილად ადმინისტრირებისთვის, მივიღეთ გადაწყვეტილება, რაც წინა არჩევნებზე არავის გაუპროტესტებია, ახლა უბრალოდ დაემატა ის ტრადიციული წესით მოქმედი უბნები , რომელიც უფრო მეტად მობილებიზების საშუალებას აძლევს საარჩევნო კომისიებს,- გაანცხადა კალანდარიშვილმა.

მისივე თქმით, ეჭვი შეიძლება არსებობდეს, რომ ეს უწყებებს მისცემს იდენტიფიცირების საშუალებას, თუმცა ეს ეჭვი უნდა იყოს საფუძვლიანი.

ის, რომ თითქოს, სხვა უწყებებს აძლევს იდენტიფიცირების საშუალებას, ღიმილის მომგრველია, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკური პარტიის მიერ დასარჩევებისთვის უფრო მეტი ვადაა. შესაბამისი საარჩევნო საუბნო კომისიის დაკომპლექტება უკვე 1 თვით ადრე, დაახლოებით, დასრულებულია, და ცნობილია რვავე პროფესიული ნიშნით არჩეული კომისის წევრის შესახებ, არათუ, 1 კვირით. ეჭვი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ უნდა იყო საფუძვლიანი, და იყოს სამართლებირივი გარემოებაც, რომელიც ამ ეჭვს გაამყარებს. ნებისმიერ ეტაპზე, თუ ვინმეს რამის გაგება უნდა, ეს საჯაროა, ხელმისაწვდომია, ჩვენს ვებგვერდზე, არათუ პროფესიული ნიშნით არჩეული, არამედ, პარტიის მიერ დანიშნულები წევერების შესახებ. საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულია ფუნქციები, ვინ რა ფუნქცია-მოვალეობები უნდა განახორციელოს, რა მოვალეობები აქვს პროფესიული ნიშნით,- განმარტავს კალანდარიშვილი.

ცესკოს თავმჯდომარის თქმით, ტექნოლოგიების პოლიტორება 2018 წელს დაიწყო და ძველი მოდელი და ვერსია მნიშვნელოვანდ გაუმჯობესებული და დახვეწილია დღეს.

ბევრი ევროპული ქვეყანაა, სადაც  ასეთი ტიპის მოწესრიგების პირობებში, ძალიან ადრე ხდება წილისყრები, თუმცა ჩვენი გაკვირვება იმან განაპირობა, რომ მაშინ როდესაც გასულ წელს, ასეთი ტიპის მოწესრიგება განხორციელდა, მაშინა რ ყოფილა ეს წუხილი და დღეს მითუმეტეს, ტარდიციული საარჩევნო უბნებში და ამ მოდერნიზებულში ერთგვაროვნების უზრუნველყოფის მიზნით პროცესი ერთგავროვნების უზრუნვეყოფის მიზნით, შეუფერხებლად მიდის, ვფიქრობ ის, რაც დადებით შედეგს გაძლევს და ამით სხვა კომპონენტებს აუმჯობესებ, ამაში დასძრახი არაფერია“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

2024 წლის 16 აგვისტოს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) მიიღო დადგენილება,  რომლითაც იცვლება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრის ვადები და აღნიშნული, ყველა საარჩევნო უბნისთვის, წინასწარ, კენჭისყრის (არჩევნების) დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღეს ჩატარდება. ცესკოს განმარტებით, აღნიშნული ცვლილება განპირობებულია საარჩევნო პროცესის ორგანიზებულად წარმართვის საჭიროებით, რათა წილისყრის პროცედურების განსხვავებულ ვადებში განხორციელებამ არ გამოიწვიოს არაერთგვაროვნება.