“მიმდინარეობს დავა, რომელიც ჯერ არ დასრულებულა და ამ საკითხებში არ ვერევით“- ცესკოს თავმჯდომარე “სმარტმატიკზე“

23.08.24 22:30
“მიმდინარეობს დავა, რომელიც ჯერ არ დასრულებულა და ამ საკითხებში არ ვერევით“-  ცესკოს თავმჯდომარე “სმარტმატიკზე“

ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარშვილის თქმით, “სმარტმატიკთან“ დაკავშირებით, მიმდინარეობს დავა და ჯერ არ დასრულებულა, შესაბამისად ამ საკითხებში არ ერევიან, თუმცა მიიჩნევს, რომ ცესკომ საზოგადოებას უნდა შესთავაზოს გამჭვირვალე, საჯარო და უსაფრთხო არჩევნები.

ჩვენი საარჩევნო ადამინისტრაცია მთავარი პასუხიმგებელი ორგანოა, რომ საზოგადოებას შევთავაზოთ გამჭვირვალე, საჯარო და უსაფრთხო არჩევნები. ამ კომპანიასთან მიმდინარეობს დავა, რომელიც ჯერ არ დასრულებულა და აქედან გამომდინარე, ამ საკითხებში არ ვერევით. 

მინდა ვისუბრო ერთ მნიშვენლოვან საკითხზე. ეს არის პროცესში მაღალი გამჭვირვალობის შემოტანა, რომელიც ქაღალდის კვალს გულისხმობს, ეს არის ევროპული სტანდარტის გამოძახილი, რომელიც დავნერგეთ იმისთვის, რომ კენჭისყრის დღეს ავარიდოთ ყველა ის მანიპულაცია და სპეკულაცია, რომელიც შესაძლოა, ამ პროცესთან მიმართებაში არსებობდეს, ეს ქარალდის კვალის არსებობა ნიშნავს, კვალდაკვალ ყველა აპარატი იძლევვა პროცედურს გადმოწმების შესძლებლობას და ყველაფერს რომ თავი დავნებოთ, ქართული არჩევნების ისტროიაში პირველად იქნება, როცა ყველა საარჩევნო უბნის შედეგი ხელით დაითვლება და საზოგადოება თავად ნახავს და თავად დარწმუნდება, კენჭის ყრის დღის მაღალ საჯაროობაზე, რაც აზღვევს ყველა იმ რისკს, რომელიც შეიძლება ვინმემ დაუკავშიროს“,- განაცხადა კალანდარიშვილმა.

ცნობისთვის, კომპანია, რომლის დახმარებითაც, ოქტომბრის გადამწყვეტი არჩევნები ელექტრონული წესით უნდა ჩატარდეს, დიდ სკანდალშია გახვეული. ირკვევა, რომ ფილიპინებში ჩატარებული არჩევნების გამო, სმარტმატიკის წარმომადგენლებს ქრთამის აღებასა დ ფულის გათეთრებას ამერიკაში ედავებიან.