არ ჭამს, არ სძინავს, ფსიქოლოგიურად გატეხილია, საკანში უთვალთვალებენ - ოჯახი საქართველოში დაკავებულ აზერბაიჯანელი ჟურნალისტზე
საქართველოში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას უჩივის. ეს ინფორმაცია დროებითი მოთავსების იზოლატორიდან დაპატიმრებული ჟურნალისტის მეუღლემ გამოიტანა, რომელმაც 21 აგვისტოს მოიპოვა დაკავებულ ჟურნალისტთან წინასწარი პატიმრობის იზოლატორში შეხვედრის უფლება.
ცოლის თქმით, აფგან სადიგოვი მორალურად და ფსიქოლოგიურად გატეხილია, არ ჭამს, არ სძინავს და მოთავსებულია საკანში, სადაც მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობენ. კრიტიკული მედიის წარმომადგენელი საპატიმროდან ოჯახის დაცვას ითხოვს. არასწრულოვანი შვილების და ცოლის, რომელსაც მათი თქმით, მუდმივადდ უთვალთვალებენ თბილისში.
- ცოტახნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბაქოს აეროპორტში დააკავეს აზერბაიჯანელი სამოქალაქო აქტივისტი. სამად შიიხი თბილისში გადმოფრენას ცდილობდა.
დაკავებიდან 1 თვის თავზე შევძელი აფგანი მენახა გლდანის ციხეში. მე ის მსგავს ვითარებაში ჯერ არ მინახავს. მორალურად და ფსიქოლოგიურად გატეხილი, გამხდარი და მედიკამენტებზე დამოკიდებული. აფგანი იცით რომ აზერბაიჯანის ციხეში 2 ჯერ იჯდა აწამებდნენ მაგრამ მაშინაც კი არ ყოფილა ასეთი გატეხილი. არ ჭამს, არ სძინავს ალბათ მალე ფსიქიატრიის დახმარებას მოვითხოვთ. არის მუდმივი თვალთვალის ობიექტი. საკანში უთვალთვალებენ. ერთი პატიმარი შეუშვეს მის საკანში რომელიც მუდმივად აკონტროლებს და მასზე ინფორმაციას გასცემს გარეთ. აფგანი ჩვენზე მის შვილებზე ნერვიულობს ძალიან მირჩია რომ გარეთ არ გამოვიდეთ სახლიდან და ასეც ვიქცევით. ბინას ვიცვლით და ვცდილობთ არ ვიარო ბავშვების გარეშე გარეთ.დიდ საფრთხეს ვგრძნობთ თბილისში. როგორც აფგანს მოექცნენ პირდაპირ გვაფიქრებინებს რომ თბილისი ალიევის დაკვეთას უპირობოდ ასრულებს და შეასრულებს. აფგანი ამბობს რომ გაოგნებულია ბრალის ფორმულირებით. ამბობს რომ გამოგონილია და არ ჰქონია კავშირი ნახსენებ პირებთან. ციხიდან რომ გამოვედი წითელ ჯვარსაც მივმართე დახმარების თხოვნით ვითხოვდი შესულიყვნენ ენახათ მძიმე მდგომარეობაში მყოფი. ჩემი მეუღლე. შეემოწმებინათ რა მედიკამენტების აწვდიან, უარი მითხრეს. ამიერიდან აზერბაიჯანის და საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად პასუხისმგებლობას წითელ ჯვარს ვაკისრებ ჩემ მეუღლეს რომ რამე მოუვიდეს არავის ვაპატიებ"– ამბობს "პირველებთან" სადიგოვის მეუღლე.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. შსს-ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი კი დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.