პროტესტის 44-ე და შიმშილობის მე-12 დღე "ევოლუშენ ჯორჯიაში" - რა გეგმა აქვთ გაფიცულებს

24.08.24 11:48
პროტესტის 44-ე და შიმშილობის მე-12 დღე "ევოლუშენ ჯორჯიაში" - რა გეგმა აქვთ გაფიცულებს

პროტესტის 44-ე და შიმშილობის მე-12 დღე - "ევოლუშენ ჯორჯიაში" უწყვეტი პროტესტი გრძელდება. აზრატული თამაშების ოპერატორი კომპანიის ოფისთან ერისთავის ქუჩაზე ცოტა ხანში სოლიდარობის ჯაჭვის გაკეთება იგეგმება.

ასევე გაფიცული თანამშორმლები აპირებენ, შენობის შესასვლელის ბლოკირება მოახდინონ, და ამ გზით, სხვა თანამშრომლებს კომპანიაში შესვლის საშუალება არ მისცენ. 

პროტესტის ამ ფორმით, აქციის მონაწილეები ევოლუშენ ჯოორჯიას მოსთხოვენ ყურადღება მიაქციიოს გაფიცულ ასობით თანამშრომელს და მოშიმშილეებს, რომლებიც ორ თვეზე მეტია შრომის პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების მატებას ითხოვენ.