ქალთა მსოფლიო გრანპრის შეხვედრა - საპატიო პირველი სვლა ოლიგარქის ვაჟს, ცოტნე ივანიშვილს გააკეთებინეს

24.08.24 12:50
ქალთა მსოფლიო გრანპრის შეხვედრა - საპატიო პირველი სვლა ოლიგარქის ვაჟს, ცოტნე ივანიშვილს გააკეთებინეს

ქალთა მსოფლიო გრანპრის შეხვედრაში საპატიო პირველი სვლა ბიძინა ივანიშვილის ვაჟს, ცოტნე ივანიშვილს გააკეთებინეს. ამის ამსახველ ფოტოს სოციალურ ქსელში ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.

ამ ამბავს სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი მოყვა. მოქალაქეებს აინტერესებთ, რა დამსახურბისთვის მისცეს უფლება ცოტნე ივანიშვილს, გაეხსნა ქალების ჩემპიონატი ჭადრაკში, როცა ქვეყანას ლეგენდარული ქალი მოჭადრაკეები ჰყავს.