"ძლიერი საქართველოს" ლიდერები მარნეულში მოსახლეობას ხვდებიან

24.08.24 13:30
"ძლიერი საქართველოს" ლიდერები მარნეულში მოსახლეობას ხვდებიან

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები წინასაარჩევნო შეხვედრებს რეგიონებში განაგრძობენ. ოპოზციონერები ამ წუთებში მარნეულში არიან, სადაც მოსახლეობას ხვდებიან. პირველი გაჩერება სოფელი აზიზგენდია.

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფელში ადგილობრივების უმეტესობა პროდუქტებზე მომატებული ფასების გამო წუხს. ხალხი ინფრასტრუქტურული პრობლების მოგვარებას და დასაქმებას ითხოვს.

"ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე, რომელიც აქ არის დაგროვილი. ეს პრობლემები არის დაკავშირებული წყლის მიწოდებასთან, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, დაბალ დასაქმებასთან. "ძლიერი საქართველო" როგორც კი ხელისუფლებაში მოვა, ამ პრობლემების გადაჭრას მეორე დღიდანვე დაიწყებს. ჩვენ შევძლებთ რომ ვაგრძნობინოთ ჩვენს ყველა თანამოქალაქეს რეგიონებში, მათ შორის აქ, მარნეულში, რას ნიშნავს ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს თავის თანამოქალაქეებზე", - განაცხადა "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ. 

მსგავსი სიახლეები