ვარლამ ლიპარტელიანის პოლიტიკაში წასვლას მივესალმებით - ძიუდოს ფედერაცია
ყოფილი სპორტსმენის, ვარლამ ლიპარტელიანის "ქართულ ოცნების" დელეგატად წარდგენას ძიუდოს ფედერაცია ეხმაურება.
ფედერაციაში დარწმუნებულები არიან, რომ უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში ლიპარტელიანის ყოფნა დადებითად აისახება, არა მხოლოდ ძიუდოსა და სპორტის, არამედ ზოგადად ქვეყნის განვითარებაზე.
"მივესალმებით ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ვარლამ ლიპარტელიანის გადაწყვეტილებას კარიერის პოლიტიკაში გაგრძელების თაობაზე. დარწმუნებულები ვართ, რომ უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში მისი ყოფნა დადებითად აისახება არა მხოლოდ ძიუდოსა და სპორტის, არამედ ზოგადად, ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე". - წერია ძიუდოს ფედერაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი ძიუდოისტი, ვარლამ ლიპარტელიანი სამგორში "ქართული ოცნების" დელეგატი იქნება.