"ევოლუშენ ჯორჯიასთან" ჩხუბი და დაპირისპირებაა

24.08.24 16:45
"ევოლუშენ ჯორჯიასთან" ჩხუბი და დაპირისპირებაა

 

 

"ევოლუშენ ჯორჯიასთან" ჩხუბი და დაპირისპირებაა.  შენობის შესასვლელი ბლოკირებულია.

დაცვის სამსახური სოლიდარობის ჯაჭვის გარღვევას და თანამშრომლებსი შენობაში ძალით შეყვანას ცდილობდა, თუმცა გაფიცულები ამის საშუალებას არ აძლევენ, რასაც ადგილზე ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ერისთავის ქუჩაზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების გამოძახება გახდა საჭირო.

პროტესტის უკიდურესი ფორმით გაფიცულები, უკვე 44-ე დღეა ადმინისტრაციის ყურადღებას ითხოვენ. შრომის პირობების გაუმჯობესება და ხელფასების მომატება ამ დროისთვის არ განიხილება.