ანტისანიტარია და გადავსებული კლინიკები - საგანგაშო ვითარება შიდა ქართლის კოვიდკლინიკებში

05.08.21 15:10
ანტისანიტარია და გადავსებული კლინიკები - საგანგაშო ვითარება შიდა ქართლის კოვიდკლინიკებში

შიდა ქართლის რეგიონში კოვიდმიმღებ კლინიკებში ვითარება რთულია. პაციენტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, ადგილების არქონისა და ანტისანიტარიის გამო. პაციენტები, რომლებმაც "გორმედში" მკურნალობდნენ, ამბობენ, რომ კორონათი ინფიცირებულები ცალკე განყოფილებაში არ იმყოფებიან.

მე თვითონ ვიყავი უსუფთაობა, ანტისანიტარია, ხალხი უკვე მაგას ანტისანიტარიას ეძახის. ერთად არიან უკვე ყველა, იმიტომ გვეშინია მანდ მისვლა, რომ იქ არ ავიკიდოთ კოვიდი", - ამბობს ყოფილი პაციენტი.

"გორმედი" პაციენტების ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. კლინიკაში აცხადებენ, რომ 300 საწოლი თავისუფალი აქვთ და ადგილების პრობლემა ამ ეტაპზე არ არსებობს.  

როგორ წარმოგიდგენიათ,რომ კოვიდიანი და არაკოვიდიანი ერთად იყოს, შეიძლება რღაცეები მოიგონოს, ცალკე ფლიგელია გამოყოფილი "გორმედში", ეხლა გვაქვს 300 საწოლი, 250 იყო მანამდე. კიდევ აქვს კლინიკას რესურსი თუ საჭირო იქნება, რომ დაამატოს", - ამბობს "გორმედის" წარმომადგენელი. 

მსგავსი სიახლეები