ვითარება რიკოთის უღელტეხილზე - გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
რიკოთის უღელტეხილზე კილომეტრიანი საცობებია. ავტომანქანები და ტრაილერები საათებია უძრავად დგანან. მგზავრები სოციალურ ქსელში ამის ამსახველ ვიდეოებს აქვეყნებენ და წერენ, რომ პასუხს 112-დან ვერ იღებენ.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ინფორმაცია ახლახანს გაავრცელა.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამინდის გამო შექმნილი შეზღუდვა უკვე მოხსნილია და ამ დროისთვის ავტომობილების გადაადგილება აღდგენილია
"რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში მიმდინარეობს
რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ლაფის გამო
კერძოდ, სოფელი ხევის მიმდებარედ, მშენებარე მონაკვეთთან, ძლიერი წვიმის შედეგად, ფერდობიდან წყლისა და ლაფის მასა გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც, გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, დროებით შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა
გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა," - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.