სისხლიანი ორთაბრძოლა კურთხევის რიგში - რა მოხდა ბერი ნარიმანის სახლთან?
სისხლიანი ორთაბრძოლა კურთხევის რიგში და მდუბარე ბერის დაჭრილი მრევლი - რა მოხდა ბერი ნარიმანის სახლთან? 19 წლის ეჭვმიტანილი ამ დრომდე დუმს, ყელგამოჭრილი და ენა მოჭრილი მორწმუნეები კი კლინიკაში რჩებიან.
ფონიჭალაში მომხდარი სასტიკი დანაშაულის ერთადერთ მოტივად პირადი კონფლიქტი სახელდება. განკვეთილი ბერის მიმდევრები ამტკიცებენ, რომ შენიღბულმა თავდასხმელმა თანატოლს დანა მოულოდნელად ჩაარტყა ისე, რომ მათ შორის ჩხუბი არც რიგში დგომის და არც კურთხევის გამო მომხდარა.
თუმცა ვერავინ ამბობს, უკავშირდება თუ არა ძველი წყენები ნარიმანის სახლთან არსებულ ტრადიციულ რიგებს. ყველაფერსს ფარდა წესით მალე უნდა აეხადოს. დაკავებულს ბრალს წარუდგენენ, შემდეგ კი თავის მართლება მოსამართლის თანდასწრებით მოუწევს.