გაგვანადგურეს, სუნთქვის საშუალება წაგვართვეს - ლუკა სირაძის დედის პირველი კომენტარი ჩოლოიანის შესახებ (ვიდეო)
ლუკა სირაძის დედა ელიკო ჩხიტუნიძე მისი შვილის საქმეზე მარიანა ჩოლოიანის ციხიდან გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება. გარდაცვლილი მოზარდის დედამ პირველი კომენტარი ტვ პირველთან გააკეთა.
ოჯახში ვინც დავრჩით, დედა და ძმაც ესენიც გაგვანადგურეს, სუნთქვის საშუალებაც კი წაგვართვეს, ცხოვრებაზე ხელი უნდა აიღო. რა უნდა ეძებო სამართალი სად უნდა ეძებო თურმე, ჯერ ისედაც არ იყო შეფარებული რაც ეკუთვნოდა მას. ეს 5 წელიც არ მისცეს 3 წელი მისცეს. მართლაც ათიანი მიიღეს მოსწავლემ რომ წაახალისეს. მე ვფიქრობ, გააჩუმეს, ჩასვეს, რომ მალე გამოგიშვებთ ეს იცოდნენ თორმე რაღათ უდნოდათ გამოძიება. გამწარებული დედა მთელი საქართველო გამოგვყვებოდა, მაგრამ დაგვაჭირეს წიხლი, გაგვანადგურეს", - ამბობს ჩხტიტუნიძე ტვ პირველთან.
ბრალდებული გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი ციხიდან დღეს გამოუშვეს. ბრალდებული, რომელიც სასჯელს 15 წლის მოზარდის მიმართ იძულების ფაქტზე იხდიდა, ვადაზე ადრე უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მისი ადვოკატის მტკიცებით, პატიმარი უდოს კომისიის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კარგად იქცეოდა.
ჩოლოიანის გათავისუფლება მოულოდნელი აღმოჩნდა გარდაცვლილი ლუკა სირაძის ოჯახისთვის. სირაძის ძმის თქმით, ჩოლოიანმა გათავისუფლება სისტემაში მომუშავე მეგობრების საშუალებით შეძლო.
მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2019 წლის 19 დეკემბერს შეუფარდა.
2019 წლის 11 დეკემბერს, მეათე კლასის მოსწავლე ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო გამოკითხეს. გამოკითხვაზე მოზარდი ორჯერ, 10 და 11 დეკემბერს იმყოფებოდა და ის ორივეჯერ მარიანა ჩოლოიანმა დაკითხა.ლუკა სირაძე მიღებული დაზიანებების შედეგად 2019 წლის 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.