გურჯაანში გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები

26.08.24 10:14
გურჯაანში გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები

გურჯაანში გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა - დაშავებულია სამი ადამიანი . აფეთქების დროს ადგილზე სადგურის თანამშრომლები და მომხმარებლები იმყოფებოდნენ. დაშავებულია სამი ადამიანი. მათგან ორი გურჯაანის, ერთი კი თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

გურჯაანის კლინიკის ხელმძღვანელმა გიორგი შათირიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სამივე დაშავებული მათ კლინიკაში შეიყვანეს, თუმცა დაზიანებების სიმძიმის გამო ერთის თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.

ხანძრის დროს დაიწვა ერთი ავტომობილი, დაზიანდა სადგურის კონსტრუქცია. ადგილზე მეხანძრე-მაშველები, სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია იყო მობილიზებული.