საბაჟო-გამშვებ პუნქტ "კარწახში" ცეცხლსასროლი იარაღი და 152 ცალი ვაზნა აღმოაჩინეს

26.08.24 12:18
საბაჟო-გამშვებ პუნქტ "კარწახში" ცეცხლსასროლი იარაღი და 152 ცალი ვაზნა აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო-გამშვებ პუნქტ "კარწახში", ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღი და 152 ცალი ვაზნა აღმოაჩინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.