საქართველომ ისწავლა გაკვეთილი, რის გამოც მეორე ფრონტი არ გახსნეს - გაგლოევი

26.08.24 12:25
 საქართველომ ისწავლა გაკვეთილი, რის გამოც მეორე ფრონტი არ გახსნეს - გაგლოევი

"საქართველომ ისწავლა გაკვეთილი, რის გამოც მეორე ფრონტი არ გახსნეს" - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა, ალან გაგლოევმა ТАСС-თან ინტერვიუში განაცხადა.

რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან საუბრის დროს გაგლოევმა თქვა, რომ "საქართველოს ბარბაროსულ აგრესიაზე რუსეთის გადამწყვეტმა და სავსებით ადეკვატურმა რეაქციამ დაანგრია დასავლეთის გეგმები კავკასიაში NATO-ს წინსვლასთან დაკავშირებით".

მთავარი, რაც მიღწეულ იქნა რუსეთის ხელისუფლების ისტორიული გადაწყვეტილებით - სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით - არის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა რესპუბლიკის მცხოვრებლებისთვის. სამხრეთ ოსეთი გათავისუფლდა განადგურების საფრთხისგან და მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა მიიღო. სამოქალაქო მოსახლეობის ყოველდღიური სიკვდილი, ტერაქტები, დაბომბვები, ნგრევა, ბლოკადა - ყველა ეს საშინელება წარსულში დარჩა. საქართველოს ბარბაროსულ აგრესიაზე რუსეთის გადამწყვეტმა და სავსებით ადეკვატურმა რეაქციამ დაანგრია დასავლეთის გეგმები კავკასიაში NATO-ს წინსვლასთან დაკავშირებით. ხოლო საქართველომ ისწავლა გამომაფხიზლებელი გაკვეთილი, რომლის გამოც სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ რუსეთთან "მეორე ფრონტის" გახსნისგან თავი შეიკავეს", - თქვა გაგლოევმა.

ცნობისთვის, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს ორი ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.