გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა

26.08.24 14:15
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა - დაავადებული ძაღლები სოფელ ჩალაუბანსა და მელაანში შენიშნეს, რის შემდეგაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ახლომდებარე სოფლებიდან 90-მდე ძაღლი გურჯაანის მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაიყვანა.

ამ ეტაპისთვის, თავშესაფარში ორი სოფლიდან შეყვანილი 14 ძაღლი მოკვდა.