აფხაზეთის თემაზე ღელვას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ სჭირდება - აფხაზეთიდან დევნილი
აფხაზეთიდან დევნილი ზვიად აძიმბაია "პირველებთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ღელვას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება არ სჭირდება.
მეტიც, ზვიად აძიმბაია დარწმუნებულია, რომ "ოცნება" აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების თემას წინასაარჩევნოდ ქულების დასაწერად იყენებს.
"მოლაპარაკე თავებს საერთოდ არ აღელვებთ აფხაზეთი" - ამბობს აძიმბაია და აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას დევნილების მოტყუება არ გამოუვა.
აფხაზეთის თემაზე საუბარს და ღელვას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ სჭირდება. აფხაზეთის საკითხზე მუშაობას სჭირდება ყოველი დღე, ყოველი სააათი და ერთი დიდი რამ, რომ მართლა გაღელვებდეს. რა განცდაც მრჩება ახლა მე, როგორც დევნილ ადამიანს, არის ის, რომ აფხაზეთი ამ მოლაპარაკე თავებს საერთოდ არ აღელვებთ და მათ პოლიტექნოლოგიისთვის სჭირდება, რომ შეგვიქმნას შთაბეჭდილება, რომ ვითომ რაღაც დიდი ხდება. როცა აფხაზეთზე საუბარს იწყებ, არ უნდა დაგვავიწყდეს რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი, რომელიც სულელი არ არის. მას შეიძლება, რაღაცები დაპირდე, მაგრამ მას არა მხოლოდ ცხოვრება და ბავშვობა აქვს იქ დატოვებული, არამედ ახალი ცხოვრება აქვს შემქნილი კიდევ. ამიტომ ამით დიდი ბოდიში, მაგრამ ვერ დააბოლებ. იმდენად, რამდენადაც გინდა, რომ ამით პოლიტიკური ქულა მოიგო, ძალიან სარისკო თამაშია, ამიტომ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც უნდა, რომ აფხაზეთი ქულისთვის მოიტოვოს, ფრთხილად უნდა იყოს, რადგან იმავე ქულით წააგებს, რადგან იდიოტი არავი არ არის", - ამბობს ზვიად აძიმბაია.
ცნობისთვის, 25 აგვისტოს, ამბროლაურში ჩასულმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ
"ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის გამო სურს.