შეთანხმება შედგა - გიორგი მამარდაშვილი ლივერპულში გადადის
შეთანხმება შედგა - საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ვალენსიიდან ლივერპულში გადადის.
ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ მამარდაშვილი ლივერპულთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
DEAL DONE: Giorgi Mamardashvili 🤝 Liverpool FC 🏴🔴
გიორგი მამარდაშვილი დაახლოებით 1 საათში ვალენსიაშივე ლივერპულის სამედიცინო სტაფის დაქვემდებარებით სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
ქართველი მეკარე ლივერპულთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ვალენსია ლივერპულისგან 35 მილიონ ევროს მიიღებს.
გიორგი მამარდაშვილი 1-წლიანი იჯარით ვალენსიაში დარჩება", - წერს Geo Team.