როგორ აღმოჩნდა რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამსახურის აგენტი საქართველოში?
რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამსახურის აგენტი საქართველოში - როგორ აღმოჩნდა პაბლო გონსალესი სალომე ზურაბიშვილთან, გიორგი მარგველაშვილთან, გრიგოლ ვაშაძესთან და ლევან ვასაძის მხარდამჭერ აქციაზეც კიი?
კაცი, რომელიც თავს ესპანელ ჟურნალისტად ასაღებდა, დადგენილია, რომ რეალურად აგენტი იყო და რუსული ოპოზიცის მოკლული ლიდერის შვილს ჩაუნერგეს. გონსალესისს ფიგურა განსაკუთრებით მას შემდეგ გამოიკვეთაა, რაც ის რუსეთ-ამერიკას შორის პატიმართა ისტორიულ გაცვლაში მოყვა.
როგორც "პირველებს" ფონდ "თავისუფალი რუსეთის" კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი, იგორ კუროპტევი უყვება, ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი ჯაშუშია, სხვადასხვა ქვეყნებში.
თავდაპირველად ის ცდილობდა რუსულ ოპოზიციასთან დაახლოებას, ბევრთან მეგობრობდა. პაბლო გონსალესი ყველას ჟურნალისტი ეგონა, საქართველოშიც ასე ჩამოვიდა, პოლიტიკურ ფიგურებთან შედიოდა კონტაქტში, ექსპერტებთან.
როცა შენ საერთაშორისო ჟურნალისტი ხარ, ყველა გელაპარაკება, ამიტომაც არის მისი შემთხვევა საინტერესო. ეს კლასიკური ღრმა შპიონაჟის მეთოდებია.
საქართველოში რა მიზნით მუშაობდა, რა პირდაპირი დავალება ჰქონდა მიღებული რთული სათქმელია, ის სავარაუდოდ, აგროვებდა ინფორმაციას, იქმნიდა სანაცნობო წრეს, საჭირო კონტაქტებს პოულობდა, რომ შემდეგ მოსკოვში მისი უფროსებისთვის მიეწოდებინა ცნობები“, - ამბობს კუროპტევი.
უსაფრთხოების ექსპერტი, ანდრო გოცირიძე ამბობს, რომ რუსეთი მუდმივად ერევა მეზობლების და განსაკუთრებით, საქართველოს არჩევნებში და ამიტომ ბუნებრივია, ის გარკვეულ ინფორმაციას გადასცემდა ცენტრს.
პატიმართა გაცვლამ გამოაშკარავა, რომ ეს ადამიანი იყო ძალიან მნიშვენლოვანი მზვერავი რუსეთის, კერძოდ სამხედრო დაზვერვის მიმართულებაზე, რადგან გაცვლა მოხდა ძალიან მაღალი რანგის მზვერავებისა, და მეორე მხრიდან რუსეთში მძევლად აყვანილი დასავლეთის მოქალაქეებს შორის.
მნიშვნელოვანი ის არის, რომ ის ძალიან ხშირად მოგზაურობდა საქართველოში და პოლიტიკურ წრეებთან ურთიერთობდა, რადგან სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, სამხედრო პოლიტიკურ საკითხებზე ინფორმაციის შეგროვება, გავლენების შექმნა და რეკრუტინგის ბაზის შექმნაა, გადაბირებისთვის.
რუსული დაზვერვის კლასიკაა, რომ პოლიტიკურად აქტიურ პერიოდში, ხდება ხოლმე წყაროების მივლინება იმ ტერიტორიაზე, რომელიც მათ დაინტერესებას წარმოადგენს. რუსეთი მუდმივად ერევა მეზობლების და განსაკუთრებით, საქართველოს არჩევნებში და ამიტომ ბუნებრივია, ის გარკვეულ ინფორმაციას გადასცემდა ცენტრს. შესაძლოა, გარკვეულ გავლენებსაც ემსახურებოდა“ , - აცხადებს გოცირიძე.
პაბლო გონსალესი 2022 წლის 28 თებერვალს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით პოლონეთში დააკავეს.
პოლონეთის პროკურატურამ, უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ჩატარებული გამოძიების საფუძველზე, განაცხადა, რომ სინამდვილეში ის არის მოსკოვში 1982 წელს დაბადებული პაველ რუბსტოვი, ესპანეთისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე.
2024 წლის 1 აგვისტოს, როდესაც რუსეთსა და დასავლურ ქვეყნებს შორის ტყვეთა გაცვლის უპრეცედენტო ეპიზოდი შედგა, ერთ-ერთი სწორედ გონსალესი იყო.
ფოტო: რადიო თავისუფლება