სისხლიანი გარჩევების ამბები "ბერი ნარიმანის" სახლთან - "პირველებმა" 2 ვიდეომასალა მოიპოვა
სისხლიანი გარჩევების ამბები "ბერი ნარიმანის" სახლთან - "პირველების" ხელშია სხვადასხვა დროს, გადაღებული ორი ვიდეომასალა, სადაც ასახულია მრევლის დაპირისპირება ბერი ნარიმანის სახლის მიმდებარედ. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს დასისხლიანებული მამაკაცი. მეორე ვიდეოში კი ჩანს მრევლის აქტიური წევრი დავით ხიჯაკაძე, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ჩხუბში და რომელიც "ტვ პირველს" სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებდა.
თავად ხიჯაკაძე ბერი ნარიმანის კართან დაპირისპირებებს უარყოფს და მათ წინააღმდეგ პროვოკაციებზე საუბრობს.
მამა ნიკოლოზის სახლთან ჩხუბი არ ყოფილა არასოდეს. მე მრევლს არასოდეს არ ვუპირისპირდები. არავის არ ვუპირისპირდები არასოდეს.
აქ შეურაცხყოფა მიაყენა ქალბატონებს, შეურაცხყოფა მიაყენა მამა ნიკოლოზს და აქედან გამომდინარე მოხდა შეხლა-შემოხლა და გადავიდა პირდაპირ გინებაზე. სხვა დროს რომ დაპირისპირებები არის, ეს არის ტყუილი. ის, რომ იმ დღეს დასისხლიანებამდე მივიდა ამბავი, მოდი მაგაზე არ ვისაუბროთ. სიცრუეში დავადანაშაულე ტელევიზია არა, მე კონკრეტულ დღეზე მაქვს საუბარი", - ამბობს ხიჯაკაძე.
ამ დრომდე კი, ბრალის წარდგენას ელოდება 19 წლის ბიჭი. დაკავებულს "ბერი ნარიმანის" ორი მიმდევანის დაჭრას, ერისთავის ყელის გამოჭრის, მეორესთვის კი ენის მოჭრის მცდელობებს ედავებიან.