ბორჯომის სამედიცინო ცენტრში დაჭრილი მამაკაცი შევიდა და გარდაიცვალა

06.08.21 13:32
ბორჯომის სამედიცინო ცენტრში დაჭრილი მამაკაცი შევიდა და გარდაიცვალა

ბორჯომის ჯეო-ჰოსპიტალში  დაჭრილი მამაკაცი შევიდა, რომელიც რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაზიანებები მამაკაცს ყელის არეში აღენიშნებოდა. 

სამედიცინო ცენტრის ეზოში შეკრებილების თქმით, მამაკაცს ჯიბეში ხელყუმბარა ედო.

ტვ პირველის ინფორმაციით, გარდაცვლილი წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი იყო, თუმცა უცნობია უკავშირდება თუ არა ფაქტი წარსულში მომხდარ რაიმე კონფლიქტს. 

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.