პროტესტი მწვავდება - თბილსერვისჯგუფის თანამშრომლები ქალაქის დასუფთავებაზე უარს აცხადებენ
თბილსერვისჯგუფის თანამშრომლებმა ფორმები გაიხადეს და ქალაქის დასუფთავებაზე უარს აცხადებენ. ცოტა ხნის წინ ოფიციალური განცხადება თბილსერვისჯგუფის დირექტორის მოადგილემ, დავით ფაჩულიამ გააკეთა. მისი თქმით, მანქანებთან, ურნებთან და ფორმებთან დაკავშირებული პრობლემი უახლოეს დროში მოგვარდება. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების მთავარ მოთხოვნას, ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით, ფაჩულიას დაპირება არ გაუცია. მისი განმარტებით, ამის ფინანსური რესურსი ჯერჯერობით არ არსებობს.
თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლები გაიფიცნენ და ქალაქის დასუფთავებაზე უარს აცხადებენ. პროტესტის მონაწილეები ქუჩაში ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გამოვიდნენ. ამბობენ, რომ სამუშოა საათები მოუმატეს, მინიმალური ანაზღაურება კი ოჯახის სარჩენად არ ყოფნით და შიმშილის ზღვარზე არიან.
მსგავსი სიახლეები
"ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანის მიერ სახელმწიფო მიტაცებაზე" გაკეთებული განცხადების შემდეგ, მოსამართლემ ენმ-ს წარმომადგენელს სიტყვა გააწყვეტინა და გააფრთხილა
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაზა ბიბილაშვილი გააფრთხილა.