ეს არის უკანონო გაფიცვა - ირაკლი ხმალაძე თბილსერვისჯგუფის პროტესტზე

06.08.21 16:55
ეს არის უკანონო გაფიცვა - ირაკლი ხმალაძე თბილსერვისჯგუფის პროტესტზე

თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ხმალაძე თბილსერვისჯგუფის თანამშრომლების გაფიცვას უკანონოს უწოდებს. მერის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ პროტესტის მონაწილეები უსამსახუროდ დარჩნენ, რადგან მისი თქმით, მათი გაფიცვით საჯარო ინტერესი ილახება.  ხმალაძე ამბობს, რომ თანამშრომლების მოთხოვნას ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ვერ დააკმაყოფილებენ, რადგან ამის რესურსი არ არსებობს. 

მათი პრეტენზიების თითქმის ყველა პუნტქი, იმის გარდა, რომ ხელფასის 50%-ით მატებას ითხოვენ, ჩვენ ვიცოდით კი არა, ამაზე შესაბამისი რეაგირებაც იყო მოხდენილი. მთელი წლის განმავლობაში მუდმივად ხდება უნიფორმების განახლება. ეს არის უკანონო გაფიცვა და არანაირი პროცედურა, წინასწარი გაფრთხილება, ამ შემთხვევაში, არ მომხდარა. ძალიან ცუდი ფაქტია, უფრო მეტიც, გაფიცვის ფარგლებსაც გასცდა მათი აქტი, ის თანამშრომლებიც კი, ვინც სამუშაოზე დაბრუნებას აპირებდნენ, გახნდნე ბულინგის მსხვერპლი. რამდენიმე ადამიანია დარჩენილი, რომელსაც არ უნდა მუშაობის გაგრძელება და ძალიან ცუდ რამეს აკეთებენ, რომ უშლიან ხელს იმ ადამიანებს, ვისაც უნდათ სამუშაოს გაგრძელება და პრინციპულად მიუღებელია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ასეთ პირობებში ხელშეუხებლობის მიცემის პირობა არც არანაირად შეგვიძლია, იმიტომ, რომ საჯარო ინტერესი ილახება. დღეს თუ ესენი იძახიან, რომ 50%-ით გაზარდეთ ხელფასები თუ არადა არ ვიმუშავებთ, ხელფასებს ვერ გავზრდით, იმიტომ, რომ ამის საშუალება დღეს არ გვაქვს, მაგრამ როგორც კი იქნება, ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად მივიღებთ, - ამბობს ხმალაძე. 
 

თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლები გაიფიცნენ და ქალაქის დასუფთავებაზე უარს აცხადებენ. პროტესტის მონაწილეები ქუჩაში ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გამოვიდნენ. ამბობენ, რომ სამუშოა საათები მოუმატეს, მინიმალური ანაზღაურება კი ოჯახის სარჩენად არ ყოფნით და შიმშილის ზღვარზე არიან.