ბორჯომის ცენტრში კრიმინალური ავტორიტეტი ლევან ნამგალაძე ჩაცხრილეს- "პირველებმა" დეტალები გაარკვია

06.08.21 17:15
ბორჯომის ცენტრში კრიმინალური ავტორიტეტი ლევან ნამგალაძე ჩაცხრილეს- "პირველებმა" დეტალები გაარკვია

რა მოხდა ბორჯომში - „პირველების“ ინფორმაციით,  ბორჯომის ცენტრში, კრიმინალური ავტორიტეტი ლევან ნამგალაძე, მეტსახელად ჭინგო ჩაცხრილეს. შემთხვევა ინგოროყვას და გურამიშვილის ქუჩების კვეთაზე დილის 6-ის ნახევარზე მოხდა. შემთხვევის ადგილს სისხლის კვალი ამ დრომდე ეტყობა. 

ადგილობრივები მედიასთან ვრცელ კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ბორჯომის ცენტრში გამთენიისას ხელყუმბარა ისროლეს და ასევე, ავტომატის ჯერი ისმოდა. 

ავტომატის ხმა ისმოდა და რაღაც გასკდა, ეტყობა ყუმბარა იყო, მეტი არაფერი, გამოვიხედე გარეთ და არავინ აღარ იყო. ამბობენ ვიღაც ჭინტორა გარდაიცვალაო. თავის ფეხით წასულა საავადმყოფოშ და იქ გარდაიცვალაო,  -ამბობს ადგილობრივი. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს ნამგალაძეების ოჯახის წევრებზე თავდასხმნის პირველი შემთხვევა არ არის. მათი ინფორმაციით, ორი წლის წინ ასევე მოკლეს  გარდაცვლილი ლევან ნამგალაძის ძმა, ნიკა ნამგალაძე, რომელიც ასევე, კრიმინალური ავტორიტეტი იყო.

ბორჯომის პოლიციის განყოფილებაში ლევან ნამგალაძის ოჯახის წევრების გამოკითხვები მიმდინარეობს.