სამმაგი მკვლელობა კახეთში - ძებნილი ზვიად ზურაბაშვილი დააკავეს

3 ადამიანის მკვლელობა კახეთში - ძებნილი ზვიად ზურაბაშვილი დააკავეს.
ინფორმაციას "პირველებს" შსს-ში უდასტურებენ.
სისხლიანი ანგარიშსწორება სოფელ ახაშენში გუშინ, 28 აგვისტოს მოხდა - ადგილობრივების ინფორმაციით, 38 წლის კაცმა ჯერ საკუთარ საცხოვრებელ სახლში მეუღლე “გეკოს“ ტიპის იარაღით მოკლა, ამავე იარაღით მოკლა სტუმრად მყოფი თანაკლასელი, ხოლო შემდეგ გაიქცა გვერდით სოფელ ზეგაანში და ასევე საკუთარ კლასელს, რომელიც ღვინის ქარხანაში დაცვის თანამშრომელი იყო, ცეცხლსასროლი იარაღით გაუსწორდა.
ადგილობრივები სასტიკი დანაშაულის სავარაუდო მოტივად ეჭვიანობას ასახელებენ. ირკვევა, რომ ბრალდებული კაცი წარსულში ცოლზე ძალადობის გამო იყო ნასამართლევი, თუმცა საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვა.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება მე-11 პრიმა 109 მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.