თბილსერვისჯგუფის ოფისი ისევ პარალიზებულია - გაფიცულები ტერიტორიიდან მანქანებს არ უშვებენ
თბილსერვისჯგუფის ოფისი ამ დრომდე პარალიზებულია, ტერიტორიიდან დასაქმებულები მანქანებს გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ. გაფიცილების მხარდასაჭერად ადგილზე არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა და სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მივიდნენ. ისინი თბილისის მერიას თბილსერვისჯგუფის თანამშრომლების მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდებენ.
თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლები გაიფიცნენ და ქალაქის დასუფთავებაზე უარს აცხადებენ. პროტესტის მონაწილეები ქუჩაში ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გამოვიდნენ. ამბობენ, რომ სამუშოა საათები მოუმატეს, მინიმალური ანაზღაურება კი ოჯახის სარჩენად არ ყოფნით და შიმშილის ზღვარზე არიან.
მსგავსი სიახლეები
26.10.26 17:14
"ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანის მიერ სახელმწიფო მიტაცებაზე" გაკეთებული განცხადების შემდეგ, მოსამართლემ ენმ-ს წარმომადგენელს სიტყვა გააწყვეტინა და გააფრთხილა
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაზა ბიბილაშვილი გააფრთხილა.