მასშტაბური სტიქია საბერძნეთში - ქართველი ემიგრანტები საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

06.08.21 17:40
მასშტაბური სტიქია საბერძნეთში -  ქართველი ემიგრანტები საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

მასშტაბური სტიქია საბერძნეთში - საერთაშორისო დახმარების მიუხედავად, ცეცხლი  სწრაფი ტემპით ვრცელდება და მისი ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. იწვის ტყეები, ფაბრიკა-ქარხნები, სახლები, დაიღუპა ათასობით ცხოველი. სტიქია თანდათან ათენსაც უახლოვდება.  იქ,  სადაც ცეცხლის კერები არ არის, ძლიერი დაკვამლიანებაა, რის გამოც მოქალაქეებს სახლში დარჩენას ურჩევენ.

ქართველი ემიგრანტები ამბობენ, რომ ნებისმიერ დროს შესაძლოა, ღია ცის ქვეშ დარჩნენ და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

დაიწვა ყველაფერი, ხალხი გარეთ დარჩა, მძმე მდგომარეობაა. ეშინია ხალხს და პატრონი არ გვყავს არავინ. საქართველოს საელჩოს ხომ საერთოდ, როგორც ყოველთვის სძინავთ, ხალხის პატრონი არავინაა, საქართველოს მოქალაქეები არიან ღმერთის იმედად აქ,  - ამბობს ერთ-ერთი ემიგრანტი.