"საკითხი ეხებოდა ჩემს წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტს" - ნიკა გვარამიამ სუს-ის შენობა დატოვა
"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა სუს-ის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა. ნიკა გვარამიას თქმით, საგამოძიებო უწყებაში მისვლა მის წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტს უკავშირდება. ნიკა გვარამია ამბობს, რომ მის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აკისრია.
საკითხი ეხებოდა ჩემს წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტს, რაზეც მიმდინარეობდა გამოკითხვა და რაზეც ხვალაც გაგრძელდება გამოკითხვა. მე მეტის გამხელა უბრალოდ არ შემიძლია. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს შეიძლება იმდენად იყოს ტერორისტული აქტი, რამდენადაც დაშინების მცდელობა, ან პროვოკაცია რაღაცა სახის, უბრალოდ, გამოჩნდება. გასაგებია, რომ გამოძიების პასუხისმგებლობა და მათ შორის, ჩემს სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა ამ შენობაში მყოფ ადამიანებზეა, - განაცხადა გვარამიამ.
მსგავსი სიახლეები
"ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანის მიერ სახელმწიფო მიტაცებაზე" გაკეთებული განცხადების შემდეგ, მოსამართლემ ენმ-ს წარმომადგენელს სიტყვა გააწყვეტინა და გააფრთხილა
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაზა ბიბილაშვილი გააფრთხილა.