რუსული კანონის განმხილველი მოსამართლე სკანდალშია - სტრასბურგმა მის განხილულ ერთ-ერთ საქმეზე დარღვევა დაადგინა
რუსული კანონის განმხილველი მოსამართლე სკანდალშია. იმ დროს როდესაც პლენუმის წევრი ხვიჩა კიკილაშვილი აგენტების კანონის კონსტიტუციურობაზე მსჯელობდა, მას ვერდიქტი სტრასბურგმა გამოუტანა. ევროსასამართლომ კიკილაშვილის მიერ განხილულ ერთ-ერთ საქმეზე დარღვევა დაადგინა. კიკილაშვილთან ერთად კი სკანდალის მთავარი ფიგურანტი სასამართლო კლანის შეფი გიორგი მიქაუტაძეა. სწორედ მიქაუტაძის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება დააყენა ეჭვქვეშ სტრასბურგმა.
საქმე არასრულწლოვნის ცემის ფაქტს უკავშირდება. გავლენიან მოსამართლეს შვილზე ძალადობისთვის მოქალაქე უჩიოდა, თუმცა ხვიჩა კიკალიშვილმა კლანის წინააღმდეგ წასვლა ვერ გაბედა და შესაბამისად მიქაუტაძის ქმედებებში დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა. სამაგიეროდ დანაშაული დაადგინა ევროსასამართლომ. ახლა კიკალიშვილის გადაწყვეტილების გამო სახელმწიფოს დაზარალებულისთვის კომპენსაციის გადახდა მოუწევს და საქმეც შესაძლოა სასამართლოს თავიდან დაუბრუნდეს.