ვინ გაუსწორდა სასტიკად სამოქალაქო აქტივისტს? - ავსაჯანიშვილი პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს

29.08.24 20:54
ვინ გაუსწორდა სასტიკად სამოქალაქო აქტივისტს? - ავსაჯანიშვილი პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს

მაგისტრ  მოსამართლეს ჩვენებას სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი აძლევს. რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტს ფიზიკურად დაახლოებით ერთი კვირის წინ, საკუთარ უბანში გაუსწორდნენ.

კობა ავსაჯანიშვილი ამტკიცებს, რომ მას ათამდე პირი ურტყამდა, მაგრამ ვერცერთის ამოცნობა ვერ შეძლო.

აქტივისტი დარწმუნებულია, რომ მას პოლიტიკური მოტივით გაუსწორდნენ.

სახლთან ახლოს, ჩემთვის უცნობი პირები დამესხნენ თავს, ხმაც არ ამოუღიათ და ვერც გავარჩიე ვინ იყვნენ. გამისწორდნენ ფიზიკურად, მივიღე დაზიანებები, ისე გაიქცნენ, ვერც დავინახე. სამზე მეტნი იყვნე“,- უთხრა “პირველებს“ ავსაჯანიშვილმა.

დაზარალებულის ადვოკატის თქმით, პროკურატურამ უნდა დაადგინოს, ვინ იძალადა ასე სასტიკად აქტივისტზე.

გამოძიებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ დაადგინოს ის მოძალადეები, თუ ვინ იძალადა ასე სასტიკად. დღეს კობა ყველაფერს ეტყვის სასამართლოს და პროკურატურას. ძალადობის შემდეგ, მან მიიღო ტვინის შერყევა, კლინიკაში გაატარა სამი დღე“- ამბობს ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე.

დაზარალებულს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. 

ცნობისთვის, შემთხვევა 5 დღის წინ მოხდა, დაზარალებული რეაბილიტაციის კურსს კლინიკაში გადიოდა.