"დროის ფუჭი ნაყვაა" - კალაძე საკონსტიტუციოში რუსული კანონის განხილვაზე

30.08.24 10:16
"დროის ფუჭი ნაყვაა" - კალაძე საკონსტიტუციოში რუსული კანონის განხილვაზე

"დროის ფუჭი ნაყვაა" - ასე აფასებს თბილისის მერი, კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ შესული სარჩელების განხილვას.

"ქართული ოცნების" წევრი ირწმუნება, რომ ქვეყნის მთავარ სასამართლოში ივანიშვილის ხელისუფლების მიერ მიღებული რუსული კანონის მოქმედების შეწყვეტის შესახებ პროცესი "ბინძური კამპანიის გაგრძელებაა".

ეს არის დროის ფუჭი ნაყვა, სხვა არაფერი იმიტომ, რომ კანონი, რომელიც ითვალისწინებს უცხოურ გამჭვირვალობას, როგორ შეიძლება იყოს ცუდი, ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას, ევროპულ ღირებულებებსეს. ეს არის იმ ბინძური კამპანიის გაგრძელება, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში ვხედავდით.

ხალხს არწმუნებდნენ, რომ ამ კანონის მოღებით, თითქოს, რუსეთში გავიღვიძებდით. ყველაფერი თქვეს ერთის გარდა, თუ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი. ვერანაირი პასუხი ვერ მოვიღეთ ჩვენ და მოსახლეობამ. ერთადერთი პასუხი, რაც პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელს ჰქონდა ეს იყო - იმიტომ. ეს არის სამწუხარო რეალობა”,- განაცხადა კალაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოში ისტორიული სხდომა მიმდინარეობს - პრეზიდენტი, ოპოზიცია, მესამე სექტორი და ჟურნალისტთა კორპუსი რუსული კანონის შეჩერებას სამართლებრივად ითხოვს.