დავა "აპარტამენტენტების" კანონზე - პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთში რეპრესიები დაანონსა
პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთში რეპრესიები დაანონსა. კრემლი ე.წ. „აპარტამენტების კანონის“ მოწინააღმდეგე დეპუტატებისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევით იმუქრება. ინფორმაცია აფხაზური ტელეგრამ არხებით ვრცელდება. მედიის ცონბით, ეს საკითხი იყო განხილვის მთავარი თემა ე.წ. პრეზიდენტ ბჟანიას და რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის წარმომადგენლის შეხვდრის დროსაც.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა "აპარტამენტების კანონი" უკან ხალხის დიდი პროტეტსის შემდეგ გაიწვია. საქმე ეხება კანონს, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის კერძო საკუთრების ყიდვის უფლებას იძლევა.