ნაგვით სავსე ქალაქი - თბილსერვისჯგუფის პროტესტი გრძელდება

07.08.21 00:28
ნაგვით სავსე ქალაქი - თბილსერვისჯგუფის პროტესტი გრძელდება

ნაგვით სავსე ქალაქი სიცოცხლით სავსე ქალაქის ნაცვლად - თბილსერვისჯგუფის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების გაფიცვის შემდეგ  დედაქალი საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გაივსო. მეეზოვეებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესების ნაცვლად კახი კალაძე გაფიცვას მართულს უწოდებს და აქციის მონაწილეებს კრიმინალებად მოიხსენიებს. 

თბილსერვისჯგუფის ოფისი ამ დრომდე პარალიზებულია. თანამშღომლები გაუსაძლის სამუშაო პირობებს აპროტესტებენ და ხელფასების მომატებას ითხოვენ. მინიმალური ანაზღაურების გამო გამოსულები უკვე მეორე დღეა ქუჩაში დგანან. 

კალაძე, მინდა მოგმართო, წუხელ რომ იმუშავე, რამდენი დაგირიცხეს, ხომ ვერ მეტყვი? ძალიან გაგიჭირდათ სანაგვეში რომ იმუშავეთ? ვითხოვთ კალაძესთან შეხვედრას! რა პრობლემაა? სადაც გლდანშ მივიდა, დაიქირავა მუშები, ათასი ლარი რომ გადაუხადა, ჩააცვა ფორმები, ხომ შეიძლება უბრალოდ მოსულიყო, შეიძ₾ება ხელფასზეც დაგვეხუჭა თალი, ტკბილი სიტყვით მოსულიყო , ბიჭებო, თქვენ გვერდზე ვარ, რა გიჭირთ... მოვიდა? - ამბობს პროტესტის მონაწილე.