მკვლელობა ბორჯომში - შსს-მ ერთი პირი დააკავა

07.08.21 00:46
მკვლელობა ბორჯომში  - შსს-მ ერთი პირი დააკავა

მკვლელობა ბორჯომში  - კრიმინალური ავტროტეტის ლევან ნამგალაძის მკვლელობის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა. დაკავებულია 1984 წელს დაბადებული მამაკაცია.  

"პირველების" ინფორმაციით, კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის დაპირისპირება გუშინ რამდენჯერმე მოხდა, საბოლოოდ კი გურამიშვილის ქუჩაზე მკვლელობით დასრულდა. მოკლულია კრიმინალური ავტორიტეტი ლევან ნამგალაძე, რომელიც გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მრავლობითი დაზიანებებით  სამედიცინო დაწესებულებაში საკუთარი ფეხით მივიდა, სადაც მალევე გარდაიცვალა. 

ადგილობრივები მოკლულ ნამგალაძეს დადებით პიროვნებად ახასიათებენ და  დაპირისიპირებას მისი მონაწილეობით გამორიცხავენ. 

მსგავსი სიახლეები