ქობულეთში მსუბუქი ავტომობილი დედა-შვილს შეეჯახა - გარდაცვლილია ქალი
ქობულეთში მსუბუქი ავტომობილი დედა-შვილს შეეჯახა - აჭარა თაიმსის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ქალი დაიღუპა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ქალი კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა.
ამ დროისთვის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.
არსებული ინფორმაციით, დედა-შვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.
ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.