დატბორილი სახლები და საფლავები სოფელ ჭალადიდში - “ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს

30.08.24 15:41
დატბორილი სახლები და საფლავები სოფელ ჭალადიდში - “ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს

მაღალმთიანი აჭარის, სოფელ მარადიდში ათობით ოჯახი ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის წინაშეა. ცხოვრება მათ პრაქტიკულად  წყლით დაფარულ ზონაში უწევთ. წყლით არის დაფარული მათი წინაპართა საფლავებიც კი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მიზეზი სოფელში არსებულია ჰესია და კომპანიამ მშენებლობის შემდეგ ვალდებულებები არ შეასრულა.

რამდენიმე თვეა დატბორილია ჩვენი კარმიდამო, ბავშვებისთვისაც ძალიან საშიშია, ჭოროხი უკვე მომდგარია კარზე, ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ“, - ამბობს მარადიდის მაცხოვრებელი.

ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, დაპირდნენ სახლის აშენებას, თუმცა, არ აუშენეს და ახლა სახლის დატოვებას სთხოვენ.

დაგვპირდნენ სახლის აშენებას, არ ააშენეს და მომივიდა საბუთი, რომ დაცალე სახლი სამუშაოს ხელს უშლიო. სასაფლაოს შეურაცხყოფა მიაყენეს, მეც შეურაცხყოფა მომაყენეს, როდემდე გასტანს ეს არ ვიცი“,- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

სოფელში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე ინფორმაცია სოფელ მარადიდის მცხოვრებლებმა ოპოზიციის ლიდერებს მიაწოდეს და დახმარება  სთხოვეს. 

როგორც კოალციის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ცუცქირიძე ამბობს, ეს არის სახელმწიფოს მხრიდან ადამიანებზე ძალადობა.

წინაპართა საფლავების დატბორვა, მოსავლის გაფუჭება, საცხოვრებელ სახლებამდე შედის წყალი. კიდევ გავიმეორებ,  სახელმწიფო არ უნდა ძალადობდეს, არამედ უნდა ემსახურებოდეს ადამიანს“, - აღნიშნა ლევან ცუცქირიძემ.

ასეთ შემზარავ ამბავს არ ველოდი. ერთი რომ მთელი ეზო და თხილის პლანტაცია წყალშია, ასევე საფლავებია წყალში. 35 ოჯახს აქვს აღნიშნული პრობლემა მარადიდში. ეს არის “ოცნების“ კლასიკური დამოკიდებულება ადამიანებისთვის“, - ამბობს ალეკო ელისაშვილი.

 

მოსახლეობა წლებია დახმარებას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ. “პირველები“ შეეცადა ადგილობრივი ხელისუფლებისგან მოესმინა პასუხები, თუმცა ისინი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.