არასამთავრობო ორგანიზაცია "პროექტი ცხოველებისთვის" რუსული კანონის გამო ფუნქციონირებას წყვეტს
არასამთავრობო ორგანიზაცია "Animal Project – პროექტი ცხოველებისთვის" რუსული კანონის გამო ფუნქციონირებას წყვეტს.
ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციის დამფუძნებელი, მარიამ ცერცვაძე ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ "პროექტი ცხოველებისთვის" სწორედ სახელმწიფოს გასაკეთებელ საქმეს აკეთებდა.
კანონის გამო ვწყვეტთ ფუნქციონირებას. გვინდა ბოლო "ფანდრაიზინგ" ივენთის გაკეთება, რომ ჩვენი შეფარებულ ცხოველები რამდენიმე თვე მაინც ვუზრუნველყოთ და კლინიკის ვალები დავფაროთ.
ვის გინდათ ამ სიკეთე ივენთის მასპინძლობა და პარტნიორობა?
აქვე დავამატებ, ამ ყველაფერს ისედაც ნახევრად მოხალისეობრივად ვაკეთებდით და ვაკეთებდით სახელმწიფოს გასაკეთებელ საქმეს!," – ამბობს მარიამ ცერცვაძე.