"ბუღალტრული ტექნოლოგიის საკითხია" - დევიძე მედიას ურჩევს, თუ როგორ დამალოს წყარო რუსული კანონის პირობებში
საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეთა პლენუმის წინაშე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით დევიძემ განცხადა, რომ რუსული კანონის ფარგლებში დეკლარაციის შევსებისას მედიებისთვის ინფორმაციის მიმწოდებელი წყაროს დამალვა "ბუღალტრული ტექნოლოგიის საკითხია".
პირველ რიგში, ვთქვათ წყაროს მითითება ჟურნალისტური საქმიანობიდან გამომდინარე,რაც თქვენ ბრძანეთ, ჩვენ ვეუბნებით, რომ ის არ ჩაწერო, წყაროა იყო თუ უბრალოდ გამვლელი. [ვეუბნებით] ფიზიკური პირის შესახებ ინფორმაცია მიუთითე, მაგრამ რატომ და რისი გულისთვის და რა კონტრაქტი გქონდა, ჩამოაყალიბე განსხვავებულად ისე, რომ არ მიუთითო, რომ ეს წყაროა. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს მხარდაჭერა, რაღაც სოციალური ხარჯი ან რამე, ბუღალტრული ტექნოლოგიის საკითხია, რომ მიეთითოს იმგვარად, რომ არ გამოჩნდეს კონკრეტულად რა მიზნით გადაეცა [თანხა].
ჩვენ ვამბობთ, რომ ამ შემთხვევაში მიზანი ჩამოაყალიბე ისეთნაირად, რომ არ მოახდინო ამ პირის იდენტიფიკაცია მისი კონკრეტული მახასიათებლების. პირის, მზინის, კონკრეტული თანხა რატომ გადავიხადე, მაგალითად, გადავიხადე იმისთვის, რომ ინფორმაცია ვიყიდე, რაღაც ასეთი სიტყვა, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ეს არ უნდა ჩაწერო, რომ ინფორმაცია იყიდე და ამისთვის უხდი ფულს. უნდა დაწერო სხვანაირად, მმიუთითო მაგალითად, "მივეცი თანხა მხარდაჭერისთვის" ან "გადავუხადე მომსახურება". თუ იქნება ბუნდოვანი, საჯარო რეესტრი მიიღებს ასეთ დანართს, თუ იქნება საჭირო, გადამოწმდება და შეიძლება ჩვენ დავაზუსტოთ ეს საკითხი, მაგრამ ეს არ გამოქვეყნდება, სახელმწიფოს ეცოდინება", - თქვა დავით დევიძემ.